სკოლ?ს მ?ს?ა » ეროვნული სკოლა ლიდერი





    შპს “ეროვნული სკოლა ლიდერის” მისია ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და მიმართულია განათლებული, ლიბერალური, დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქის აღზრდისაკენ. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სწავლებას და ხელმისაწვდომობას მოსწავლეების, მშობლების და პედაგოგების თანამშრომლობით, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას; სკოლა ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე, ყველა მოსწავლეს აქვს თანაბარი პირობა მაღალი აკადემიური განათლების მისაღებად, რათა მათ საკუთარი პასუხისმგებლობა დაინაწილონ ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ. ეს მიიღწევა კლასებში მცირერიცხოვანი კონტიგენტით; მოსწავლეებს უნდა გამოვუმუშაოთ და გავუვითაროთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარები; მოვამზადოთ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის, რათა მათ შეძლონ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი; იყვნენ შემოქმედნი, თავად იზრუნონ ღირებულებებისა და ფასეულობების შეძენისათვის და არ იცხოვრონ მარტივად არჩეული გზით; შეძლონ კომუნიკაცია ინდივიდებთან, ჯგუფებთან; ისწავლონ კანონის პატივისცემა.